LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას 30 ივნისიდან განაახლებს

184
1264921-629289410437000-545123597-o

ბათუმის დელფინარიუმი ვიზიტორების მიღებას 30 ივნისიდან განაახლებს.

როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დელფინების შოუს მიმდინარეობისას, ვიზიტორების ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული. მაყურებელთა შორის დაცული იქნება სოციალური დისტანცია და შოუზე დასასწრები ბილეთები ადგილების გამოტოვებით გაიყიდება.

ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს დელფინარიუმსა და აკვარიუმში განთავსებული საინფორმაციო დაფებით იხელმძღვანელონ. შოუ ნებისმიერ ამინდში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ცურვა დელფინებთან გაუქმებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები