LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის დელფინარიუმი ვიზიტორებს დღეიდან მიიღებს

105
46822453-2183735148325744-7719608685495844864-o

ბათუმში დელფინარიუმი მუშაობას დღეიდან, ანუ 30 ივნისიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით განაახლებს.

დელფინარიუმის ადმინისტრაცია, ვიზიტორებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

„შოუს დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. ბილეთები ადგილების გამოტოვებით გაიყიდება. ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს, დელფინარიუმსა და აკვარიუმში განთავსებული საინფორმაციო დაფებით იხელმძღვანელონ. შოუ ნებისმიერ ამინდში გაიმართება. დამატებითი ონფორმაციის ნახვა შესაძლებელია დელფინარიუმის ვებგვერდზე”,- აცხადებენ ადმინისტრაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები