LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის დელფინარიუმში 2 დელფინი დაიბადა [ვიდეო]

132

ბათუმის დელფინარიუმში, ერთი კვირის შუალედში, სხვადასხვა აუზში, 2 დელფინი დაიბადა.

ახალშობილი დელფინების სახელების შესარჩევი კონკურსი, მათი სქესის დადგენის შემდეგ გამოცხადდება. მასში ჩართვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს ვებ-გვერდზე www.dolphinarium.ge

გამარჯვებულები, მითითებული პირობების თანახმად, „ბათუმობის“ დღესასწაულზე გამოვლინდებიან.

დელფინის დაბადება ერთმა მწვრთნელმა ანა ჩულკოვამ გადაიღო.

„დილით ჩვეულებისამებრ შემოვლაზე ვიყავით, აუზები დავათვალიერეთ, ბინადრები მოვინახულეთ, ღამის მომვლელისგან ბოლო ინფორმაცია მივიღეთ. ველოდებოდით, რომ პატარა დღე-დღეზე უნდა დაბადებულიყო, ამიტომაც ორსული ციცი დაკვირვების 24 საათიან რეჟიმში იმყოფებოდა. მოლოდინში ვიყავით და ამიტომაც ტელეფონი, თან გვქონდა ხოლმე. მშობიარობა საათზე მეტხანს გაგრძელდა, დავინახე როგორ გაიზნიქა ციცი რამდენჯერმე, მივხვდი, რომ მშობიარობა დაეწყო. ეს კადრები 09:40 წუთზე გადავიღე. როცა პატარა დავინახე, სიხარულისაგან ცრემლები ვერ შევიკავე,“ – ყვება ანა.

დელფინები მაღალგანვითარებული ინტელექტითა და მგრძნობიარე ნერვული სისტემით ხასიათდებიან. ამიტომაც, ისინი ხელოვნურად შექმნილ საარსებო გარემოში ნაკლებად მრავლდებიან. შესაბამისად დელფინარიუმებში დელფინის დაბადება უნიკალური და საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები