LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მერიამ პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა

157
ბათუმის-მერია

ბათუმის მერიის განცხადებით, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა და სამართლდარღევის ოქმი შედგა.

“ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით,”- აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარაში საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

პროვოკაციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც მიზნად რეგიონში დესტაბილიზაციას ისახავს – ასე აფასებენ პატრიოტების ქმედებას აჭარაში. ვიცე სპიკერის პარტიის საარჩევნო ბანერმა რეგიონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხედულებების გაერთიანება შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები