ბათუმში მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერიამ გაავრცელა. უწყების ცნობით, ნაძვის ხე  21:00 საათზე საზეიმოდ განათდება. ბავშვებისთვის სადღესასწაულო პროგრამა 17:00 საათიდან კონცერტით დაიწყება.

როგორც ცნობილია, მასში ადგილობრივი ბენდები და სოლო შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. მუსიკალურ საღამოში კამერული გუნდი და ჯაზ ბიგ ბენდებიც იქნებიან. პროგრამის მიხედვით, კონცერტები ყოველდღიურად ჩატარდება.

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრს კი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე  25 დეკემბერს უნდა განათებულიყო, თუმცა აჭარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა.

ჩაქვში მომხდარი ავარიის გამო ბათუმში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა

 

მსგავსი თემები