LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის პორტის დირექტორი გადადგა, თანამშრომლებმა შიმშილობა შეწყვიტეს

114

ბათუმის პორტის თანამშრომლებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პორტის გენერალური დირექტორი დანიარ მუჰამედ-რახი თანამდებობიდან გადადგა.

ბათუმის პორტის თანამშრომლები 2 აპრილს გაიფიცნენ, ათმა მათგანმა შიმშილობაც დაიწყო. ისინი პორტის დირექტორის გადადგომას და რეორგანიზაციის შეჩერებას ითხოვდნენ.

4 აპრილს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, რადგან პორტის ხელმძღვანელობამ რეორგანიზაცია შეაჩერა, თუმცა მოშიმშილეები აქციას განაგრძობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები