LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის „რვაფეხაში” კაფე გაიხსნება – გაიგეთ, რა დაგხვდებათ ისტორიულ შენობაში

115
80346912-3377809148959707-2336597483313954816-n

კაფებარირვაფეხაპირობიანი ელექტრონული აუქციონის საფუძველზე იჯარის წესით 3 წლის ვადით გაიცა – აუქციონში გამარჯვებულია შპს „ტურ ინვესტი“, რომელიც “რვაფეხას” მომიჯნავედ სასტუმროს ფლობს და რომელსაც ბრენდი “ჰილტონი” მართავს.

აუქციონზე იჯარის წლიური საწყისი თანხა 150 000 ლარს შეადგენდა, ხოლო აუქციონის დასრულების შემდეგ წლიური საიჯარო თანხა 154 500 ლარით განისაზღვრა.

აუქციონის პირობების მიხედვით, “ტურ ინვესტივალდებული იქნება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მეიჯარესთან (აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) ობიექტზე განსათავსებელი სკამებისა და მაგიდების ვიზუალური ესკიზი, ასევე ობიექტზე ავეჯის (სკამი, მაგიდა, ქოლგა, გამწვანება) განთავსების გეგმა შეათანხმოს.

მეიჯარეს უფლება არა აქვს მოიჯარის თანხმობის გარეშე შეცვალოს ვიზუალი ან/და ავეჯის განთავსების შეთანხმებული გეგმა.

ბათუმს „რვაფეხა“ დაუბრუნდა - ნახეთ როგორ გამოიყურება ისტორიული კაფე (ფოტობი, ვიდეო)

ბათუმის ბულვარში მდებარე "რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ასევე, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში აამოქმედოს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი (კაფე), რომელშიც უფელბამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი სახეობის პროდუქციით კლიენტთა მომსახურეობა: საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი, ყავა, გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები, პურ-ფუნთუშეული, ხილის წვენები, შოკოლადი, ხილი.

ნებისმიერი სხვა პროდუქციით კლიენტთა მომსახურეობა ითვლება იჯარის ხელშეკრულების არსებით დარღვევად და გამოვლენისთანავე წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების დაუყონებლივ ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს.

მოიჯარე ვალდებულია გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ მოახდინოს მისი აღდგენა, უზრუნველყოს შენობა ნაგებობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.

იჯარის საგანი უნდა ფუნქციონირებდეს წელიწადში არანაკლებ 6 თვე, ამასთანავე უწყვეტად უნდა ფუნქციონირებდეს 1-ელი ივნისიდან 30 სეტემბრამდე.

აუქციონის პირობების მიხედვითვე “ტურ ინვესტი” ვალდებული იქნება საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო მრიცხველი. აუქციონში გამარჯვებულს არ აქვს უფლება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები, სსიპ ბათუმის ბულვარის წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს;

მოიჯარე ვალდებულია იჯარის გასვლის ვადის შემდგომ გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.

მეიჯარე იტოვებს უფლებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (მესაკუთრე) მოთხოვნის შემთხვევაში მოსთხოვოს მოიჯარეს იჯარით გადაცემული ქონების გამონთავისუფლება 3 თვის განმავლობაში და მიმართოს მოიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები