LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

81
5eb51c18d7d58

ბათუმის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57  წყალგამტარი მილი.

ამჟამად, არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები