LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს (ფოტოები)

152
104474066-3884783191595753-3250705682131344502-o

ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და 4 გვირაბზე ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზა განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში. მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები