LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ზღვაში გადაგდებული წერილი ბოთლში კრასნოდარის სანაპიროზე იპოვეს, ეძებენ ავტორს

9046
2-letter-in-a-bottle-boyan-dimitrov

ბოთლში ჩადებული წერილი, რომელიც მცირეწლოვანმა საბამ სავარაუდოდ ბათუმში, ზღვაში გადააგდო კრასნოდარის მხარეში, სანაპიროზე იპოვეს. ამის შესახებ ფეისბუქ მომხმარებელი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს.

პოსტიდან ირკვევა, რომ წერილის ავტორი საბა შარაშენიძეა, რომელიც სავარაუდოდ საქართველოში, ბათუმში ცხოვრობს. მან წერილი ბოთლში მოათავსა და ზღვაში გადააგდო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ზღვამ კრასნოდარის მხარეში გამორიყა.

“ბოთლში ჩადებული წერილი, ზღვამ გამორიყა კრასნოდარის მხარეში. ახლა იქაური გაზეთის რედაქტორი ეძებს – საბას, ხომ არ იცნობთ?”,- წერს ოთარ ჩრდილელი ფეისბუქში და წერილსაც აქვეყნებს.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, უცნობია როდის დაწერა წერილი პატარა საბამ.

https://www.facebook.com/otar.chrdileli/posts/10220582015653574

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები