LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმს საკუთარი ბალნეოლოგიური ცენტრი ექნება, რომელიც 600 ადამიანს დაასაქმებს

129
balneo2

ბათუმში ბალნეოლოგიურგამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება. საინვესტიციო პროექტს ქართული კომპანია „ამბასადორი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 40 მლნ დოლარია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ცენტრი ჯამში 600 ადამიანს დაასაქმებს. დასაქმებულთა დიდი ნაწილი კი აჭარის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

„ამბასადორი ჯგუფის“ ინფორმაციითვე, პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტილება პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. საპროექტო სამუშაოებს საფუძვლად დაედო ხელოვნებამცოდნეთა საექსპერტო კვლევა.

„მოხდა პროექტის მოდიფიკაცია, განახლდება და სრულ შესაბამისობაში მოვიდა არსებულ გარემოსთან. საინვესტიციო პროექტის კონცეფცია მოიცავს რეკრეაციულ ზონებს. კომპლექსის გარე ფასადი და შიდა სივრცე იქნება სრულად გამწვანებული, რაც თავის მხრივ წვლილს შეიტანს ბათუმის გამწვანებაში,“ – აღნიშანავენ „ამბასადორი ჯგუფში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები