LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 12 წლის ბიჭის დაჭრის საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი

94

ბათუმში, 12 წლის მოზარდის დაჭრის საქმეში ახალი დეტალები ხდება  ცნობილი. თვითმხილველების თქმით, მოზარდი მე-6 კლასელმა თანატოლმა დაჭრა, რომელიც იმავე სკოლაში სწალობს. ერთერთი მეზობელი იმასაც ამბობს, რომ  ბავშვები ეზოში ხშირად იკრიბებიან, ძირითადად კი სიგარეტს ეწევიან.

გავრცელებული ინფორმაციით, თავად დაზარალებულმა საავადმყოფოში განაცხადა, რომ ის სკოლის ეზოში წაიქცა და ჭრილობა მიიღო.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. უწყებაში განმარტავენ, რომ სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია და საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

რაც შეეხება მოზარდის მდგომარეობას, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის ექიმის, ნაირი ფარტენაძის თქმით, მოზარდს ღია ჭრილობა აქვს წვივის არეში.

ექიმის თქმით, ჭრილობა ბასრი საგნით არის მიყენებული. ექიმი დასძენს, რომ მოზარდს კლინიკიდან მალე გაწერენ. ამ წუთებში კი მასთან სამართალდამცველები არიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები