LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ბულვარში მამაკაცი დაჭრეს

153
ბათუმი 2

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უცნობმა პირმა ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა. შემთხვევა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი პირი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ ვრცელდება.

მას ჭრილობა ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. 

რაც შეეხება ფაქტს, როგორც შსს-ში აცხადებენ, დაჭრაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.  გამოძიება 117 მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები