LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ღამის გარბენი „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით ჩატარდება

105

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, ხვალ ბათუმი მასშტაბურ, საერთაშორისო ნახევარ-მარათონს THE GREAT BATUMI NIGHT RACE-ს უმასპინძლებს.

როგორც „ფორტუნას“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, გარბენის მიზანი სირბილისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

„შემოსული თანხა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ექსპერიმენტალური კლასის გახსნას მოხმარდება. შეჯიბრების ფარგლებში ჩატარდება ნახევარ მარათონი (21,1 კმ), მხიარული გარბენი (10 კმ) და ორი ბავშვთა გარბენი. ბავშვთა გარბენში მონაწილეობა უფასოა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 32 ქვეყნიდან ასობით პროფესიონალი სპორტსმენი და მოყვარული დარეგისტრირდა. ღამის მარათონს ბათუმი პირველად უმასპინძლებს, თუმცა, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შეჯიბრი ყოველწლიური გახდება და სულ უფრო მეტ მონაწილეს მოიზიდავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გარბენი ხვალ, 19:00 საათისთვის დაიწყება. პირველ მეორე და მესამე საპრიზო ადგილას გასული სპორტსმენები ფულად ჯილდოებს მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები