LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში H1N1 ვირუსით შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

CE3EA556-BF59-4FBD-ADCA-39BD52C63D9E_w1023_r1_s

ბათუმში H1N1 ვირუსით შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო “ფორტუნას” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. შუახნის მამაკაცი დღეს გარდაიცვალა და ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი გახდა.

აჭარაში მიმდინარე სეზონზე H1N1 გრიპის ვირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი რიცხვით ქვეყანაში ამ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების 15 შემთხვევა გვაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები