LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, კარანტინში გადაყვანილი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

172
Capture

ბათუმში, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი სასტუმროდან გადმოხტა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევა დღეს, 14 აგვისტოს მოხდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, 1993 წელს დაბადებული ფ.ჯ აგრესიულად იქცეოდა და სასტუმროს ფანჯრიდან მოულოდნელად, შიდა ტერიტორიაზე გადახტა.

“გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

პოპულალურები