LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

186
epa08317206 Medical workers operate in a ward of a city clinical hospital after it was re-equipped as an isolation ward for possible coronavirus infected people in Lviv, Ukraine, 23 March 2020. On 11 March 2020, the Cabinet of Ministers moved to introduce a national quarantine across Ukraine from 12 March to 03 April 2020. As of the morning of 23 March, a total of 73 confirmed cases of COVID-19 were recorded, of which 3 were lethal. One recovery was also recorded.  EPA-EFE/ROMAN BALUK

ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პირის მდგომარეობა დამძიმდა, ის მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, 70 წლის კაცს რესპირატორული დისტრესსინდრომი აქვს.

პაციენტს საქართველოს და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მისი დაინფიცირებაც სწორედ ამერიკის კლასტერს უკავშირდება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. დღეს ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4641 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 პაციენტი რჩება.

ამასთან, კიდევ ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. რაც შეეხება ხუთ ინფიცირებულს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საკარანტინო სივრციდან ექვსი მოქალაქე კლინიკაში, ვირუსის საეჭვო ნიშნებით მოათავსეს. მოქალაქეებს სინჯები უკვე აუღეს და ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

აჭარაში სულ 12 საკარანტონო სივცრეა შექმნილი, სადაც 1800-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები