LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

104

ბათუმში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 50 წლის მამაკაცს მუცლის არეში ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაზარალებულის ნათესავია, რომელსაც ეძებენ.

დაჭრილი კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით,  გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 5-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები