LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მცხოვრები ცოლ-ქმარი 18 წლიანი მოლოდინის შემდეგ 3 ტყუპის მშობლები გახდნენ

544
127795336-3560986777299282-892561571076687675-o

ბათუმში, კლინიკა „მედინაში” სამი ტყუპი, ორი ვაჟი და ერთი გოგონა, დაიბადა. 18 წლიანი ლოდინის შემდეგ ლოლა აბაშიძე და მინდია კოჩალიძე სამი შვილის, ანიტას, ალექსანდრესა და ავთანდილის მშობლები გახდნენ.

“მე მჯერა ყველაფერი კარგად იქნება!!! ჩვენს დალოცვილ საქართველოში და არამარტო საქართველოში მთელს მსოფლიოში. ცხოვრება შეიცვალა. ყოველი დღე უფრო სხვა ფიქრებით იწყება ვიდრე მანამდე. ცოტა დაძაბული ვართ, თუმცა უფრო მობილიზებული, შრომისუნარიანები და აქტიურები.

ამ ბოლო დროს სულ იწერება იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენი დაინფიცირდა, რამდენი მძიმედა და ა.შ. მინდა თქვენი ხასიათი, ენთუზიაზმი და მოლოდინი ცოტათი მაინც ავამაღლო, გაცნობოთ ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო ამბის შესახებ.

ჩვენს კლინიკაში ქვეყანას მოევლინა სამი (ორი ვაჟი, ერთი ქალი) ულამაზესი პატარა.

18 წლიანი მოლოდინისა და ბევრი ადამიანის დიდ შრომის შედეგად. ბატონი ჯუმბერ უნგიაძის ხელმძღვანლობით თავისი უდიდეს გუნდთან ერთად, კიდევ ერთმა ქართველმა ოჯახმა გაიხარა და 3 ანგელოზით გაანათა ოჯახური კერა. მე მჯერა, რომ უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენ ისევ შევძლებთ მხოლოდ ახალ სიცოცხლეზე დავწეროთ უფრო მეტი ვიდრე სიკვდილზე, მთავარია გვწამდეს”,- აღნიშნულია კლინიკის ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები