LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მდგომარეობა სტაბილიზაციას უახლოვდება – თამარ გაბუნია

115
5df88c9f0c2b8

“ბათუმში მდგომარეობა სტაბილიზაციას უახლოვდება”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბათუმში შემთხვევების მატება გეომეტრიული პროგრესით არ ხდება და მდგომარეობა სტაბილურდება.

“ბათუმში მდგომარეობა სტაბილი ზირებას უახლოვდება და ვფიქრობთ, მოკლე ხანში უფრო უკეთესი პროგნოზის მაჩვენებელი გვექნება აჭარის რეგიონიდან.

რაც შეეხება ზოგადად, გარკვეული მატება იყო იმერეთშიც. აჭარიდან სხვა რეგიონებში ინფექციის ფართო გავრცელების სურათი არ გვაქვს. ამდენად ჩვენი მთავარი სტრატეგია მიმართულია ბათუმისკენ და შემთხვევების სტაბილიზაციისკენ“,- განაცხადა გაბუნიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4960 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1819 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები