LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ, ღამით პოლიციამ 22 პირი დააკავა

85
20220507_021653-scaled

გუშინ, ღამით აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციის 22 მონაწილე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

დაპირისპირება ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე გაშლილი კარვების აღებისა და ქუჩის საავტომობილო ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნას მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ იქამდე დარჩებოდნენ აჭარის მთავრობის სახლთან, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა არ მოხდება.

სამართალდამცავებმა აღნიშნული კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები