LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მოპედი ქვეითს დაეჯახა

114

ბათუმში მოპედი ქვეითს დაეჯახა.

44 წლის მამაკაცი ღია მოტეხილობებით, თავის არეში ჭრილობებით და სისხლდენით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, მოპედი ჯერ ტროტუარზე არსებულ ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი იქვე მდგომ ქვეითს.

როგორც თვითმხილველები განმარტავენ, მოპედის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები