LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში პატრულის დაჭრაში ბრალდებულის ძმაც დაკავებულია

283
sergbxdfb

18 დეკემბერს ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს, რომელიც ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას მკვიდრია. გავრცელებული ინფორმაციით, პირს, რომელმაც სამართალდამცველი ყელის არეში დაჭრა, ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს და იგი ოჯახში მკურნალობის კურსს გადიოდა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  ბრალდებულს, პატრულის თანამშრომელთან, წარსულშიც ჰქონდა უთანხმოება.

დაჭრაში ბრალდებულის ძმა, რომელიც წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს, ძმის შეკავებას ცდილობდა, რომელიც სახლიდან იყო გამოქცეული. ინფორმაცია დაკავების შესახებ “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

დაკავებულების ინტერესებს ამ დრომდე არავინ იცავს. ბრალდებულების დაცვაზე ადვოკატები უარს აცხადებენ.

ბათუმში პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრეს – როგორია პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ვიდეო)

შეგახსენებთ, 18 დეკემბერს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულ ინსპექტორი ბლაგვი საგნით ყელის არეში დაჭრეს. მას სასწრაფო ოპერაცია იმ დღესვე ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები