ბათუმში პირველი თოვლი მოვიდა. ქალაქის მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა გზების გაწმენდა. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დათოვლილი ხე-მცენარეების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები.

ფოტო: ელისაბედ ბერიძე

 

თოვლი არის ბედნიერება

"კოფის" გარდა, ბათუმში მეზობლებს თოვლიც აერთიანებს ?❄️❤️ვიდეო: Gvantsa Turmanidze

Posted by ბათუმი / Batumi on შაბათი, 08 თებერვალი, 2020

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე გაიწმინდა სანაგვე ურნებთან მისასვლელი ტერიტორიები და ავტობუსის გაჩერებები. დაიწყო ხიდებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები. შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.
ამ დროისთვის, ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები