LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ქალი დაჭრეს – პოლიცია მის დისშვილს ეძებს

43
BeFunky-collage

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, შუახნის ქალის დაჭრასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.

ახლობლების ინფორმაციით, 52 წლის ქალი სავარაუდოდ, 23 წლის დისშვილმა დაჭრა.

„დედაჩემი წლებია, საკუთარ დას უვლის, რომელიც მწოლიარე ავადმყოფია. დღეს რა მოხდა, დეტალები არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ დისშვილს პოლიცია ეძებს. სავარაუდოდ მან დაჭრა“, – განაცხადა დაჭრილის შვილმა.

არსებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული, მას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მეზობლების თქმით, კონფლიქტი, რა დროსაც ქალი დაჭრეს, ქონების გაყოფას უკავშირდებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები