LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში საცხოვრებელ კომპლექსს დაანგრევენ

675
FB_IMG_1554495651072

ბათუმის ცენტრში 7 სართულიანი კორპუსი დაინგრევა. როგორც „რადიო „ფორტუნას“ ბათუმის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, დემონტაჟის მოთხოვნა ქალაქის მერიამ აღსრულების ბიუროს უკვე გაუგზავნა. „ფორტუნას“ მერიაში განუმარტეს, რომ სამშენებლო კომპანია „სვეტი ჯგუფმა“ ბათუმის სანაპიროზე 7-სართულიანი კორპუსი უკანონოდ ააშენა.

„თუ დაინტერსებული მხარეები მერიაში პროექტს შემოიტანენ იმისთვის, რომ ნებართვა აიღონ,  მერია აღსრულების ბიუროდან დემონტაჟზე მოთხოვნას უკან გამოიტანს“- განაცხადეს ბათუმის მერიაში.

რადიო „ფორტუნას“ შეკითხვაზე, მშენებლობის დაწყებამდე ნებართვა იყო თუ არა გაცემული, ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვიპასუხეს: „მშენებლობაზე არა, ნებართვა მხოლოდ ხიმინჯებზე ჰქონდათ აღებული“.

ამ დროისთვის სხვა დეტალები ცნობილი არაა. რადიო „ფორტუნა“ დამატებით ინფორმაციას  მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები