LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში საკანალიზაციო ჭაში მოხუცი ჩავარდა – ვიდეოში ჩანს, რომ მას არავინ ეხმარება (ვიდეო)

798
ქალი

ვიდეოში, რომელიც დღეს ტვ25-მა გაავრცელა, მისი ცუდი ხარისხის მიუხედავად, ჩანს, რომ მოხუცი საკანალიზაციო ჭიდან ამოსვლას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს. დახმარების სანაცვლოდ კი, ერთ-ერთი მომხმარებელი მას ვიდეოს უღებს. ტვ 25-მა დაწერა, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, შემთხვევა კი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა.

ვიდეოს “ფეისბუქ” მომხმარებლების კომენტარები მოჰყვა, სადაც ისინი ვიდეოს გადამღების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან და ამბობენ, რომ გადაღების ნაცვლად, სჯობდა, მოხუცს დახმარებოდა. “ვინც იღებდა ის უნდა ჩააყუდო თავით მაგ ტალახში”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

https://www.facebook.com/tv25.ge/videos/376012806646704/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები