LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში სამხედრო მოსამსახურე დაჭრეს

tavdacva

ბათუმში სამხედრომ სამხედრო შემთხვევითი გასროლით დაჭრა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და საჭირო პროცედურები უტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“22 იანვარს ქ.ბათუმში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, საგუშაგოზე, სავარაუდოდ  ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის  სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ – უ.გ.-მ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე  გასროლა, რის შედეგადაც ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის  სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე  მ.გ. დაშავდა.

“მ.გ.-ს მსუბუქი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული. მას საჭირო გამოკვლევები და პროცედურები  ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებაში, უტარდება. მ.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,” – ნათქვმია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები