LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, სავალუტო ჯიხურის მეპატრონე დაჭრეს

130
dh

კრიმინალური შემთხვევა მოხდა ბათუმში. სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს თავისა და სახის არეში ჭრილობა მიაყენეს.

შემთხვევა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები