LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმზე თურქების მიერ გადაღებული რეკლამა, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო (ვიდეო)

3791
Nino-i-Ali-dinamicheskaya-skulptura-v-Batumi

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაისვენოთ ბათუმში – ამ სლოგანით რამდენიმე წლის წინ რეკლამა თურქებმა გადაიღეს, სადაც საკუთარ თანამოქალაქეებს სწორედ ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდეს.

აღნიშნული ვიდეორგოლო განსაკუთრებით პოპულარული ამ დღეებში გახდა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ე.წ ტურისტული ემბარგო დაგვიწესა, სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“, რომლის მიზანიც ქართული ტურიზმის პოპულარიზაცია და კიდევ უფრო მეტი უცხოელის დაინტერესებაა ჩვენი ქვეყნით.

Facebook-ზე კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ მიმდინარეობს

ჯგუფი 22 ივნისს შეიქმნა და ამ 2 დღეში მასში უკვე 103 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული

სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, უამრავმა ადამიანმა გაიხსენა თურქების მიერ ჩვენს ზღვისპირა ქალაქზე, რამდენიმე წლის წინ გადაღებული რეკლამა.

„ბათუმზე თურქების მიერ გადაღებული რეკლამა, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო“ – სწორედ ამ სათაურით გამოაქვეყნა აღნიშნული რეკლამა InfoBatumi.Ge-მ. 

აღსანიშნავია, რომ რეკლამაში თურქი წყვილის ბათუმში მოგზაურობაა ასახული. კადრებში მოხვდა ბათუმის ცენტალური ქუჩები, ბოტანიკური ბაღი, ადგილობრივი სამზარეულო, სანაპირო, ღამის ცხოვრება, ქართული ცეკვა და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები