LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვები ჰაერზე უნდა გაიყვანოთ, თუმცა სასურველია საქანელები და სკამები გაწმინდოთ – ამირან გამყრელიძე

489
cms-image-000027034

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ინფექციისა, ბავშვების სუფთა ჰაერზე გაყვანა არ იზღუდება, თუმცა აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა. როგორც გამყრელიძე აცხადებს, ის საქანელები, სკამები და ყველაფერი, რასაც ბავშვი ხელით ეხება, დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც, თუნდაც სველი წესით უნდა დამუშავდეს.

როდის დასრულდება სასწავლო პროცესი: “სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა თავად დაგეგმონ სასწავლო დღეები”

“ჩვენთან დიდი ეპიდემია ღვთის წყალობით, არ არის და ბავშვები ჰაერზე უნდა გაიყვანოთ. რეკომენდაციაა, რომ დიდი თავყრილობები, ბავშვების დაბადების დღეებზე წაყვანა შევზღუდოთ, თორემ ეზოშიც უნდა გაიყვანოთ და ჰაერზეც. სასურველია, რომ ვინც ამ საქანელებსა და ა.შ. ემსახურება, წესის შესაბამისად ჰიგიენურად დაამუშაონ, საქანელა გაწმინდონ ხოლმე, სასურველია ყოველდღიურად – როგორც სახლს ალაგებთ ისე. მაგალითად კარგია, ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ამაზე იფიქროს და საქანელები გაწმინდოს ხოლმე. სოლიდარობას რომ ვამბობ, ყველამ გამოვიჩინოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ბავშვი სადაც ჯდება და რასაც ხელს კიდებს, ის იყოს ჰიგიენურად დამუშავებული. არ არის აუცილებელი სადეზინფექციო ხსნარი, ჩვეულებრივი კარგი სველი ტილოთი გაწმინდონ ხოლმე,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მოვუწოდებს მოხალისეებს, მოხუცებს დაეხმარნონ, მიუტანონ წამალი – ამირან გამყრელიძე

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით 25 ადამიანია ინფიცირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ინფორმაციით, აქედან 2 შემთხვევა უკავშირდება ირანს, ერთი ესპანეთს, დანარჩენი ყველა კი პირდაპირ ან ირიბად – იტალიას.

პოპულალურები