LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვები შეიძლება თქვენნაირად ფიქრობდნენ, მაგრამ ამის ვალდებულება არ აქვთ“ – შალვა ამონაშვილი

amonashvili

„აზროვნების აკადემია“,  პროექტის  „სალონური საუბრები” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ცნობილი პედაგოგისა და აკადემიკოსის, შალვა ამონაშვილის ლექციას გვთავაზობს. როგორ გავმიჯონოთ ბავშვის სურვილები საკუთარისგან, ამ თემაზე შალვა ამონაშვილი დეტალურ განმარტებას აკეთებს:

„ბავშვის აღზრდაში ერთ-ერთი მთავარი მცნებაა გვჯეროდეს, რომ ის თავისი მისიის მატარებელია. თქვენი შვილები თქვენთან თავიანთი გზებითა და მისიით მოვიდნენ. მათ შეიძლება გააგრძელონ თქვენი საქმიანობა, პროფესია, თქვენი ცხოვრების გზა და შეიძლება არც გააგრძელონ. ისინი შეიძლება თქვენნაირად ფიქრობდნენ, მაგრამ ამისი ვალდებულება არ აქვთ, არ არიან ვალდებულები თქვენნაირად იცხოვრონ. ისინი თავიანთი აზრებით და საქმეებით მოდიან. შეიძლება ასე იყოს, ან შეიძლება ისე იყოს. ჩვენ ეს არ უნდა გვეწყინოს. უბრალოდ შეუქმენით ყველა პირობა, რომ იპოვონ თავიანთი თავი. მოუსმინონ თავიანთ გულის ხმას და შემდეგ გამოუჩნდებათ გზები. თქვენ აჩვენეთ ერთიც, მეორეც, მეათეც რომ შემოვიდნენ ამ სამყაროში და დანარჩენი მათ გულისხმას მიანდეთ.

ბავშვი მოდის თავისი დანიშნულებით. ის არის სტუმარი შენს ოჯახში. ის უცხოპლანეტელივით ამოუცნობია. ბავშვი დიდი გამოცანაა და ჩვენ ის უნდა გამოვიცნოთ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები