LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვების პარკი ფონიჭალის ნაგავსაყრელთან, სადაც გველები და ბაყაყები ბინადრობენ

728
fonichala-park

სოციალურ ქსელში „გური ლამაზი მართალი“ აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ფონიჭალის მცხოვრები ჰყვება, როგორ გააკეთა მერიამ პარკი, სადაც მხოლოდ ერთი ატრაქციონი დგას, ამასთანავე, სკვერი ახლოსაა მატარებლის ლიანდაგებთან და მას არანაირი დამცავი კედელი არ ჰყოფს ბავშვების სათამაშო ადგილიდან. გარდა ამისა, ფონიჭალელის თქმით, სკვერთან ახლოს გველები და ვაყაყები ბინადრობენ.

„მოგესალმებით ფონიჭალიდან, მინდა გაჩვენოთ არაჩვეულებრივი პარკი, რომელიც მერიამ ჩვენს ბავშვებს გაუხსნა. პარკი გაშენებულია არაჩვეულებრივ ლოკაციაზე, აქვეა ლიანდაგები, რა თქმა უნდა, არანაირი ბარიერი არ არის, რომ ბავშვი არ გადავარდეს… აქვე არის ნაგავსაყრელი და უშველებელი ბალახები, სადაც რა თქმა უნდა, არიან გველები. პარკი დატვირთულია უამრავი ატრაქციონით. მიდი, მატარებელს „ეგონკავე“, გაძვერი ბალახებში, დაიჭირე გველები, ხვლიკები და ბაყაყები. დიდი მადლობა მერიას. პარკი იმდენად უსაფრთხოა, რომ დილით რომ გამოგვყავს ბავშვები, ვტოვებთ და საღამოს გამოვაკითხავთ ხოლმე. აქ ბავშვს რა შეიძლება დაემართოს, არ ვიცი“, აღნიშნავს ვლოგის ავტორი პარკის ირონიულ წარდგენაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები