ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიცხე და ორსულობა ერთმანეთს არ უხდება. მაღალი ტემპერატურა ორსულისთვის მხოლოდ არაკომფორტული კი არ არის, შესაძლოა, ამან ბავშვის ჯანმრთელობაც დააზიანოს – კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ეს უდიდესი პრობლემა გახდება.

კვლევში, რომელიც ამერიკულმა გულის ასოციაციამ ჩაატარა, ნათქვამია, რომ 2025-დან 2035 წლამდე შესაძლოა, ბავშვების უმეტესობა თანდაყოლილი გულის დეფექტებით დაიბადოს. ეს „დედაზე“ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებასთან იქნება დაკავშირებული. განსაკუთრებული პრობლემები შეექმნებათ დედებს, რომლებიც ორსულად გაზაფხულზე და ზაფხულში იქნებიან. კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა, 7000-მდე ასეთი შემთხვევა გამოიწვიოს.

ბუნდოვანია, რა კავშირი შეიძლება იყოს სიცხესა და თანდაყოლილ გულის პრობლემებს შორის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიცხემ შესაძლოა, ნაყოფის უჯრედების სიკვდილი გამოიწვიოს და უარყოფითად აისახოს პროტეინებზე, რომელიც ნაყოფის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს.

მანამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ კლიმატის ცვლილებები, არა მხოლოდ ორსულის და ბავშვის, არამედ ზოგადად, კაცობრიობის ჯანმრთელობაზე აისახება.

თანდაყოლილი გულის დეფექტი, ყველაზე გავრცელებული დაბადების დეფექტია და ბავშვის ზოგად განვითარებაზე ახდენს გავლენას. კლიმატის ცვლილებამ კი, არა მხოლოდ ამაზე, არამედ ქალის რეპროდუქციულ მდგომარეობაზეც შეიძლება იმოქმედოს.

გარდა ამისა, სიცხემ შესაძლოა, ბავშვების დაბადების „განრიგიც“ შეცვალოს. ეს კი, ნაკლული წონის ბავშვების დაბადების რისკს ზრდის.

კვლევაში ნათქვამია, რომ დედები, რომელბსაც მაღალი ტემპერატურის გადატანა ორსულობის დასაწყისში უწევთ, უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, რომ ბავშვები თანდაყოლილი დაავადებებით დაიბადონ.

„ჩვენი კვლევა ცხადყოფს კლიმატის ცვლილების შეუქცევად პროცესებს და მის კავშირს, არა მხოლოდ ჯანმრთელობასთან, არამედ ადამიანების სიცოცხლესთან. ის გვაჩვენებს, რომ ამ პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება,“ – აცხადებენ მკვლევარები.

კვლევების ავტორებმა შეისწავლეს, როგორც რისკები, ისე კლიმატის მონაცემები ამერიკის მთავრობისგან. ამ მონაცემების მიხედვით, აშშ-ს განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურები ელოდება. ნიუ იორკის შუაგული, როგორიცაა ჯორჯია და სამხრეთ კაროლინა, ზაფხულის თვეებში, ყველაზე მაღალი ტემპერატურებისთვის უნდა მოემზადონ, ისევე, როგორც ტეხასი, არკანზასი და .ა.შ.

კატეგორიები: ანალიტიკა
თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები