LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებს ვანილის მარცვლების მოპარვის გამო აპატიმრებენ (ფოტოები+ვიდეო)

161
-109034723-p07prlqz

საკვები დღეში მხოლოდ ერთხელ და შემაშფოთებელი პირობები, რომლებშიც მოზარდებს ცხოვრება უწევთ – ეს ყველაფერი კუნძულ მადაგასკარზე ხდება, სადაც ბავშვებს არც მეტი არც ნაკლები, ვანილის მარცვლების ქურდობის გამო იჭერენ. პატიმრობის ვადა ამ დანაშაულზე დაახლოებით 3 წლამდეა.

იმის გასაგებად, თუ როგორი პირობებია მადაგასკარის ციხეში და რა პირობებში უწევთ ბრალდებულ ბავშვებს არსებობა, BBC- ს სამხრეთ აფრიკის რეპორტიორი პუმზა ფიჰლანი მადაგასკარის ვანილის მწარმოებელ ერთ – ერთ ყველაზე დიდ რეგიონში, ქალაქ სავალაში ჩავიდა და ანტალიჰას ციხეს ეწვია.

აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე 180-მდე ბავშვს ედება ბრალი ვანილის მარცვლების მოპარვაში. პატიმრები დახმარებას ოჯახის წევრებისგან იღებენ, რადგან ციხის ადმინისტრაცია მათზე საერთოდ არ ზრუნავს.

აღსანიშნავია, რომ მადაგასკარი ვანილის მარცვლების უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში და აქ ვანილის მარცვლებით ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი ბიზნესია. სწორედ ამიტომაც, კუნძულზე ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება ქურდობის ფაქტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები