LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ბავშვებზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, მაგრამ არ ზრუნავს, ხშირად ვერც ბიზნესმენები გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას, კაზინოში დახარჯვა ურჩევნიათ“

435
mtavarze

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე, აქვეყნებს ინფორმაციას გოგონას შესახებ, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემის, ლეიკემიის გამო სამკურნალო თანხა სჭირდება.

გთავაზობთ სტატუსს:

„ამ ბავშვებზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, მაგრამ არ ზრუნავს, ხშირად ვერც ბიზნესმენები გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას, კაზინოში დახარჯვა ურჩევნიათ.

ლეიკემიის პირისპირ აღმოჩენილი მარიამის გადარჩენის შანსი მხოლოდ გულისხმიერი ადამიანების ხელშია, ძირითადად იმ ადამიანების, რომლებიც არსებობისთვის იბრძვიან, უამრავი პრობლემა აქვთ, მაგრამ რეაგირების გარეშე ვერ ტოვებენ ამ პატარა ანგელოზების გასაჭირს!

ან, იქნებ იცოდეთ ასოციაციები, ფონდები, რომლებიც ეხმარებიან ასეთ განსაცდელში ჩავარდნილ ოჯახებს? ვიცნობ ამ ხალხს, უკეთილშობილესი ოჯახია, რომელმაც უკვე გადაიტანა გაუსაძლისი ტკივილი. პატარა მარიამს რთული გზა აქვს გასავლელი და აუცილებლად უნდა გადარჩეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები