LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი არაცნობიერად სწავლობს ოჯახში საუბრის სტილს, მიმართვის ფორმას, კომუნიკაციას, ქცევას, განწყობასა და დამოკიდებულებებსაც“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1709
tamuna-iasakdze7rcheva

როდის მანიპულირებს ბავშვი, არის თუ არა მანიპულაცია დასწავლადი, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან ფსიქოლოგმა თამუნა ისაკაძემ ისაუბრა.

„ბავშის მხრიდან მანიპულაციური ქცევა ეს არის მიზნის მიღწევისთვის მშობელზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობა, ნებისმიერი ხერხით, მაგალითად მოტყუებით, „ვაჭრობით“, მუქარით, ემოციებით (ტირილი, ბრაზი, სევდა), ქცევით (ყვირილით, ნივთების გაფუჭებით).
აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ დროს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბავშვის პრობლემურ ქცევაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ბავშვი არ არის „დამნაშავე“, დამნაშავე ხშირად არის არასწორი აღზრდა, არასასურველი გარემო, არათანმიმდევრული ინსტრუქციები მშობლის მხრიდან, ზრუნვის ნაკლებობა ან პირიქით, გადამეტებული მზრუნველობა.

ბავშვები უმეტესწილად სწავლობენ მშობლებზე დაკვირვებით, ეს სწავლა არაცნობიერია, არაცნობიერად სწავლობს ბავშვი ოჯახში საუბრის სტილს, მიმართვის ფორმას, კომუნიკაციას, ქცევას, განწყობას და დამოკიდებულებებსაც კი, შესაბამისად, ბავშვები სწავლობენ იმ პროცესშიც, თუ როგორ ვექცევით ჩვენ, თუ ხშირად ვატყუებთ და ბავშვი მიხვდება, რომ მშობელი იყენებს ტყუილს, რაღაცის თავიდან აცილების მიზნით, ნაცვლად ახნაგანმარტებისა, ბავშვისთვის ტყუილი უკვე ჩვეული მოვლენა ხდება, ან თუ ატყობს, რომ ოჯახის წევრები ექცევიან ერთმანეთს მანიპულატორულად, ისიც ითვისებს ამ ქცევასეს არაცნობიერად ხდება.

ვრცლად გადაცემა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები