LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის აღზრდის 10 პრინციპი გენიალური ექიმისგან

2488

იანუშ კორჩაკი ცნობილი პოლონელი ექიმი გახლდათ. მან 1898 წელს ჩააბარა ვარშავის სამედიცინო უნივერისტეტში. განსაკუთრებულად აინტერესებდა პედიატრია და ამ მიზნით 1903 წლიდან ბერონისა და ბაუმანის ბავშვთა კლინიკაში მუშაობდა. ასევე აქტიურად იყო ჩართული საზაფხულო ბანაკების მუშაობაში, სადაც ობოლი ბავშვები სწავლობდნენ. 1907 წლიდან ის ბერლინში გაემგზავრა, სადაც ბავშვთა აღზრდის მეთოდოლოგია შეისწავლა. გადიოდა სტაჟირებას საფრანგეთისა და ინგლისის ბავშვთა სახლებში. 1911 წელს კორჩაკმა ექიმის პროფესიაზე უარი თქვა და  „ობოლთა თავშესაფარი“ დააარსა. სწორედ ამ სახლს ხელმძღვანელობდა ის ცხოვრების ბოლომდე.

ჩვენ შევკრიბეთ ამ ლეგენდარული ადამინის 10 ციტატა, რომელიც ბავშვის უკეთ აღზრდაში დაგეხმარებათ. იანუშ კორჩაკმა, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშთა აღზრდასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმო, ყველაზე უკეთ იცის, რა სჭირდებათ პატარებს.

  1. ნუ დაელოდები, რომ შენი ბავშვი გახდეს ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე მას იპოვოს საკუთარი თავი.
  2. ნუ სთხოვ ბაშვს გადაგიხადოს მადლობა იმის გამო, რაც მისთვის გააკეთე. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ შეიძლება ამის გადახდა? ის აჩუქებს სიცოცხლეს სხვას, ის სხვა კიდევ სხვას და სწორედ ესაა მადლიერების კანონი.
  3. ნუ მოახვევ შენს პრობლემებს თავს შვილებს. რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
  4. ნუ შეხედავ ბავშვის პრობლემებს ზემოდან. ცხოვრება ყველას თავის წილ პრობლემას აძლევს. შენგან განსხვავებით მას უფრო უჭირს პრობლემების გადალახვა, რადგან გამოცდილება არ აქვს.
  5. არასოდეს დაამცირო ის!
  6. გახსოვდეს, ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, ესაა შეხვედრა ბავშვებთან. დაუთმე მათ მეტი დრო. არასოდეს იცი, რეალურად ვის ხვდები ბავშვის სახით.
  7. არ იდარდო, თუ ვერ გააკეთე ყველაფერი შვილისთვის, რაც გინდოდა. მთავარია, ყველაფერი დიდი სიყვარულით და მონდომებით გააკეთო.
  8. ბავშვი ეს არაა ტირანი, რომელიც ცხოვრების დიდ დროს გართმევთ. ისაა ძვირფასი საჩუქარი, რათა მასში განავითაროთ შემოქმედებითი ძალა.
  9. ისწავლეთ სხვისი შვილების სიყვარული. არასოდეს გაუკეთო სხვის შვილს ის, რაც არ გინდა გაუკეთონ შენსას.
  10. გიყვარდეს შენი შვილი ისეთი, როგორიც არის: ნაკლებად ნიჭიერი, წარუმატებელი, პრობლემური. გახსოვდეს, ბავში ეს დღესასწაულია, რომელიც  შენს ცხოვრებაში ხდება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები