LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვის მოვლა არასაკმარისი პირობაა აღზრდისთვის, აღზრდას სჭირდება რუტინა“ – თამარ გაგოშიძე

434
tamargagoshidze521

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ პროექტ „მშობლები განათლებისთის“ ფარგლებში ბავშვთა აღზრდის ნიუანსებზე ისაუბრა.

„ბავშვის მოვლა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა მისი აღზრდისთვის.  ​აღზრდას სჭირდება შესაბამისი რუტინა.  ბავშვმა უნდა იცოდეს, რას მოელოდებიან მისგან უფროსები ოჯახში. ჩვენ დიდ ოჯახებად ვცხოვრობთ. ხშირად ყველას აქვს თავისი წარმოდგენა, როგორ უნდა მიუდგეს ბავშვს. ჩვენი კატეგორიული რჩევაა, რომ ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ბავშვის მიმართ გამოყენებულ უნდა იყოს ერთი და იგივე წესი. მე ვეჩხუბები და თქვენ ეფერებით, თქვენ ეფერებით და მე ვეჩხუბები, მე არ ვაძლევ კანფეტს და თქვენ აძლევთ, ეს არის სრულიად დაუშვებელი. ჩვენთვის ბავშვი არის სუბიექტი. ეს არ არის ობიექტი, რომელიც უნდა აიღო, დაბანო, მერე ჩატენო საჭმელი, დააძინო და უყიდო სათამაშო. ეს არ არის ხოლმე საკმარისი. ბავშვი არის სუბიექტი და ორი წლის ბავშვსაც ჩვენ ვუთანხმებთ რუტინულად რას ვაკეთებთ რის მერე“, – ამბობს გაგოშიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები