LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი – მოძღვარი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

380
65209835_2233366450074525_5767298504728772608_o

გოგონაზე, რომლემაც აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, მისი სულიერი მოძღვარი მამა დავით ოქრუაშვილი წერს.

მსხვერპლი ყოველთვის უდანაშაულოა – ამბობს მოძღვარი და წერს, რომ მაიკოს მამა ბავშვობიდან მის თვალებს იფიცებდა.  

„მსხვერპლი ყოველთვის უდანაშაულოა!

მან თვალი გაიღო იმისათვის, რომ ჩვენ აგვეხილოს…

ნება ჩვენზეა…

თქვენ, ვინც არგუმენტებს ასახელებთ და ძალადობას ამართლებთ, თვალებში ჩახედეთ თქვენს შვილებს, ისინი გევედრებიან, რომ შეწყვიტოთ ზიზღი!

“არ დავეძებ თვალს, მამა დავით, ოღონდ რაღაც შეიცვალოს” – ეს თქვენი შვილების პასუხიცაა!

შვილები, რომლებსაც მტრობისა და ქიშპის მეტი არაფერი ვაყურებინეთ! 

რუსთაველზე, აქციაზე გოგომ სავარაუდოდ, თვალი დაკარგა (ვიდეო)

აქციის მონაწილეები პარლამენტთან მისვლას ცდილობენ, თუმცა, პასუხად ცრემლსადენ გაზს და ტყვიებს იღებენ.

სპეცრაზმელები ჩვენს გვერდითაც ყოფილან, სოციალური ქსელი რომ გაუხდიათ ამბიონად და ხმალამოღებულები “ქადაგებენ”, თითქოს მათმა ცხოვრების წესმა და აზროვნებამ ქვეყანას რაიმე სიკეთე მოუტანა!

ამ თემაზე აღარაფერს ვიტყვი, მე დავასრულე…

ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი… გაუცნობიერებლად მშობელი ყოველთვის გრძნობს შვილის მომავალს…

თვალებში ჩახედეთ თქვენს შვილებს, სანამ ჯერ კიდევ სიყვარულია მათში, სანამ სიძულვილით თვალებს დავთხრით და დავიმსგავსებთ…“ – წერს მამა დავით ოქრუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები