LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე ავეჯის კიდევ ერთი ქართული ბრენდი გამოჩნდება – „მეგადორსი“ წარმოებას იწყებს

105
119140274-3101856193276565-3486664654390219280-o

მომავალში და, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში, ჩვენ ვააქტიურებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და უფრო მეტად დავეხმარებით ქართულ წარმოებასა და ქართულ ბიზნესს. ქართული წარმოება არის ძალიან კონკურენტუნარიანი, რადგან პანდემიის პერიოდშიც კი აჩვენებს პოზიტიურ დინამიკას“, – ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია „მეგადორსის“ საწარმოში ვიზიტისას განაცხადა, რომელიც საქმიანობას აფართოებს და ავეჯის წარმოებას გეგმავს.

კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, რომელმაც გაფართოების მიზნით, ცოტა ხნის წინ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა და ავეჯის წარმოების დაწყებასა და შოურუმის მოწყობას გეგმავს.

„მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ სწორედ პანდემიის პერიოდში, მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი მხარდაჭერით წარმოება გააფართოვოს. ამ ეტაპზე „მეგადორსი“ კარების წარმოებითაა დაკავებული, თუმცა ახლა ავეჯის წარმოებას აამოქმედებენ. მთლიანობაში, ეს ნიშნავს 90-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას, ეს ნიშნავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს პანდემიის პერიოდში, ეს ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, რითიც ჩვენი ეკონომიკა ამაყობს და ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, დამტკიცებული კრედიტის ფარგლებში, „მეგადორსი“ დამატებით 6 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პირველ ეტაპზე, საწარმოში, სულ მცირე, 22 ადამიანი დასაქმდება, თუმცა პროდუქციის წარმოების ზრდასთან ერთად, კომპანია დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები