LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე ორსართულიანი პიცა გამოჩნდა – ქართული რეცეპტით

323

ბაზარზე ორსართულიანი პიცა გამოჩნდა.  საცხობმა ”დელიო” მომხმარებელს იტალიური წარმომავლობის კერძი ქართული რეცეპტით წარუდგინა. როგორც ”ფორტუნას” საცხობის დამფუძნებელმა ჯიმშერ შენგელიამ განუცხადა, ორსართულინი პიცის ღირებულება ”დელიოში” 6 ლარიდან იწყება.

”გადავწყვიტეთ, პიცის მოყვარულებისთვის სიახლე შეგვეთავაზებინა და ცოტა ხნის, წინ პიცის ცხობა ქართული რეცეპტით დავიწყეთ, რომელიც ჩვენვე შევიმუშავეთ. ”დელიოს” პიცა  ქართული ყველის ნაირსახეობებით მზადდება. ამ ეტაპზე გვაქვს 3 სახეობის ორსართულიანი პიცა”, – აღნიშნა შენგელიამ.

მისივე ინფორმაციით, გარდა პიცისა, ”დელიო” მომხმარებელს 16 დასახელების პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის: ლობიანი, ხაჭაპური და სხვა…

როგორც ”დელიოს” დამფუძნებელი ამბობს, ამჟამად მისი კომპანია მხოლოდ ერთ საცხობს ფლობს თბილისში, სამომავლოდ კი ქსელის გაფართოება იგეგმება. ”ბაზარზე ”დელიო” ერთი წლის წინ გამოჩნდა და ამ ერთი წლის მანძილზე გაყიდვები 50%-ით გაგვეზარდა, შესაბამისად, ვფიქრობთ გაფართოებას”, – განმარტა ჯიმშერ შენგელიამ.

ცნობისთვის, ”დელიოს” საცხობი ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 61 ნომერში მდებარეობს და აქ 6 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები