LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაზისბანკის“ მხარდაჭერით ახალი ქართული ბრენდის სასტუმრო გაიხსნა

165
1

საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და კომერციული ბანკების თანადაფინანსებით, თბილისის ცენტრში,  თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერია თბილისში“, ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა.  

ქალაქის ცენტრში არსებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78 ნომრიანი სასტუმრო, საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი და სტუმრებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს. სასტუმროში განთავსებული ხუთი სხვადასხვა კატეგორის ოთახი მორგებულია სოციალურად აქტიურ სტუმრებზე, მათზე ვისაც სურთ ხელმისაწვდომ ფასად დაისვენონ ქალაქის ცენტრში და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები საქართველოში.

„ჩვენი მიზანია, ქალაქის ცენტრში გაჩნდეს სივრცე, სადაც ადამიანი სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას და განტვირთვას. მომხმარებელს ვპირდებით, რომ მუდმივად შევთავაზებთ საინტერესო სიახლეებს”, – აცხადებს სასტუმრო „რადიუსი“-ს გენერალური დირექტორი ელენე შარიქაძე. 

“მოხარულნი ვართ, რომ  დედაქალაქს  კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო შეემატა. მინდა აღვნიშნო, რომ “ბაზისბანკს” სასტუმრო ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია იმ დარგის მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ კავშირშია, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის – ტურიზმის განვითარებასთან”-აცხადებს “ბაზისბანკის” კომერციული დირექტორი გიორგი გაბუნია.

სასტუმროს დიზაინი, რომელიც თანამედროვე ურბანული ცხოვრების სწრაფ რიტმს განასახიერებს, უზრუნველყო ქართულმა კომპანიამ „დეფანი“. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში განთავსებულია ქართველი, თანამედროვე ფერმწერის გია გუგუშვილის ნამუშევრები, რაც სასტუმროს განსაკუთრებულ  იერს სძენს.

სასტუმრო „რადიუსს“ ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და ოპერირებას უწევს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფს“. აღნიშნული კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელიც სასტუმროების ქსელის: Marriott International – ის ფრანჩიზის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები