LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზრიდან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პროდუქციას ამოიღებენ

81

”პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის” კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მოგვცემს ეფექტური მექანიზმის დანერგვის საშუალებას, რომ ბაზრიდან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პროდუქცია ამოვიღოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განაცხადა.

“სახელმწიფო უკვე ახორციელებს ცვლილებებს “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის” კოდექსში, რომელიც ჩვენ მოგვცემს ეფექტური მექანიზმის დანერგვის საშუალებას, რომ ბაზრიდან გამოვითხოვოთ, ამოვიღოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. შესაბამისად, მსგავს პროდუქტებზე, როგორიცაა სათამაშოები, განხორციელდება ზედამხედველობა. 2019 წლიდან ასოცირების შეთანხმებით გვექნება აღნიშნულთან დაკავშირებით ზედამხედველობაზე ვალდებულება, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც კი კოდექსში ეფექტურ მექანიზმს დავნერგავთ და გვექნება საშუალება, ბაზარზე ზედამხედველობა განვახორციელოთ არა მარტო სათამაშოებზე, არამედ ნებისმიერ ინდუსტრიულ პროდუქციაზე, მოხდება დანერგვა აღნიშნული დირექტივის, რომელიც განახორციელებს ზედამხედველობას სათამაშოების ბაზარზე”,- განაცხადა არველაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების გატანა უახლოეს პერიოდში მთავრობის სხდომაზე მოხდება და შემდეგ პარლამენტს გადაეგზავნება. არველაძის განცხადებით, გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა, საუბარია ნებისმიერ ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები