LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: ჩინეთში შავი ჭირი დაფიქსირდა

543
-113251564-gettyimages-1726927

ჩინეთმა სიფრთხილის ზომები გააძლიერა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შავი ჭირის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში მესამე დონის განგაშია გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალულია ნადირობა იმ ცხოველებსა თუ ფრინველებზე, რომლებსაც ინფექციის გადატანა შეუძლია.

ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებული მწყემსია, რომელიც ავტონომიური რეგიონის ქალაქ ბაიანურიდანაა.

მწყემსი შაბათს გამოიკვლიეს. ჯერ კიდევ უცნობია, რისგან შეიძლება ის დაინფიცირებულიყო.

ოფიციალური პირები საზოგადოებას მოუწოდებენ საეჭვო შემთხვევების შესახებ აცნობონ.

ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული შავი ჭირი სასიკვდილოა, თუმცა მისი ანტიბიოტიკებით მკურნალობა ჩვენს საუკუნეში შესაძლებელია.

შავი ჭირის ერთეული შემთხვევები პანდემიის შემდეგ, პერიოდულად ვლინდება ხოლმე მსოფლიოს გარშემო. ერთ-ერთი ასეთი ბოლო კერა მადაგასკარი იყო, სადაც 2017 წელს 300 შემთხვევა დაფიქსირდა.

გასული წლის მაისში კი შავი ჭირისგან მონღოლეთში 2 ადამიანი გარდაიცვალა, მათი დაინფიცირება უმი მღრღნელის ხორცისგან მოხდა.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები