LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC-ის ე.წ. ფეიკ ნიუსების ჩამონათვალში ლუგარის ლაბორატორია მოხვდა [ვიდეო]

_104967449_gettyimages-1063429572

BBC-ის რუსულმა ბიურომ 2018 წლის ე.წ. ფეიკ ნიუსების ათეული გამოაქვეყნა, სადაც თბილისში გახხნილ ლუგარის ლაბორატორიაზეცაა საუბარი. სტატიაში წერია, რომ წინა წლის განმავლობაში რუსული ტელეარხებიდან აქტიურად გადმოიცემოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში ამერიკელების მიერ გახსნილ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე საშიშ ცდებს ატარებდნენ. პირველმა ამის შესახებ კი, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ ისაუბრა. სტატიაში ნათქვამია, რომ BBC-ის კორესპონდენტი სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში, რათა “სასიკვდილო ლაბორატორიის” საკითხი საფუძვლიანად შეესწავლა. კორესპონდენტის ინფორმაციით, როგორც აღმოჩნდა, ლაბორატორიაში ცე ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამაზე მუშაობენ. ვერც ლაბორატორიაში და ვერც ოფიციალურ დოკუმენტებში BBC-მ ვერ იპოვა იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ლაბორატორიაში ადამიანებზე საშიში ცდები ტარდება.

 

ლუგარი ლაბრორატორიის გარდა, ე.წ. ფეიკ ნიუსების ჩამონათვალში შემდეგი ამბები მოხვდა:

პუტინის პორტრეტი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაზე

19 მარტს, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იყო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაზე პუტინის პროექცია იყო გამოსახული. “რუსებს უყვართ თავიანთი ძლიერი ლიდერი, რომელიც პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს,” – ნათქვამი იყო სათაურში. სინამდვილეში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ არანაირი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. უფრო მეტიც, მსგავსი პროექციისთვის აქციის მონაწილეებს პროექტორი სხვაგან, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს შენობაში უნდა დაეყენებინათ. ვიდეოს ავტორებს სხვა არანაირი ვიდეოს ავთენტიკურობის მტკიცებულებები არ გაუვრცელებიათ, რის გამოც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვიდეო დამონტაჟებულია.

https://www.youtube.com/watch?v=KO3wBQeLSd4

მერკელის, მეის და გრიბაუსკაიტეს ფოტო

2018 წლის მარტში, ინტერნეტში სამი გოგონას შავ-თეთრი ფოტო გახდა პოპულარული. სათაურში ნათქვამი იყო, რომ ფოტოზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი და ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე იყვნენ გამოსახული. ანონიმური წყარო წერდა, რომ 1991-92 წლებში ისინი ერთად ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდნენ. სინამდვილეში, ფოტო გადაღებულია 1970 წელს. მარცხნივ ნამდვილად 18 წლის ანგელა მერკელია, თუმცა დანარჩენი გოგონები უბრალოდ, გერმანიის კანცლერის მეგობრები არიან. ფოტო 2015 წელს ჟურნალმა “TIMES”-მა გამოაქვეყნა, სადაც მერკელი წლის ადამიანად დასახელდა.

 

 

კომპრომატი მიულერზე

30 ოქტომბერს ამერიკულმა გამოცემამ Gateway Pundit-მა დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ამერიკის სპეცპროკურორმა რობერტ მიულერამა თითქოსდა 2010 წელს ქალზე იძალადა. გამოცემა განმარტავდა, რომ კომპრომატი მათ კომპანია SureFire Intelligence-სგან მოიპოვეს, რომლის შესახებაც მანამდე ინფორმაცია არავის ჰქონდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მცდარი ინფორმაციის ნამდვილი ავტორი “კონსერვატიული პატრიის” 20 წლის აქტივისტი ჯეიკობ ვოლი აღმოჩნდა. მეტი დამაჯერებლობისთვის მან კომპანია SureFire Intelligence-ის თანამშრომლების გვერდები გააკეთა საიტ “LinkedIn”-ზე.

 

რუსეთის პირველი არხი და ევრომეიდანის პროცესების მონაწილე

6 დეკემბერს ბროგერმა ილია ბარლამოვმა, რუსეთის ნაციონალურ არხზე 10 წუთიანი სიუჟეტი უკრაინის ევრომაიდანის პროცესების შედეგებს დაუთმო. სიუჟეტში გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ავტორმა ევრომაიდანის პროცესების მონაწილე კირილ ჩუბენკო დაარქვა.  ახალგაზრდა მამაკაცი, კატით ხელში, გულისამაჩუყებლად ყვებოდა, რომ არ იცის როგორ გადააგოროს ზამთარი.

“ევრომაიდანმა პირადად მე არაფერი მომიტანა. აი შეხედეთ სად აღმოვნდით. მომავალზეც უნდა გვეზრუნა, რადგან ახლა დავრჩით გათბობის და ენერგიის გარეშე, არავინ იცის ეს პროცესები როგორ დასრულდება,” – ყვებოდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში ბელორუსი ვიტალი იურჩენკო აღმოჩნდა.

გამოცემა “Наша Нива”-თან საუბარში იურჩენკომ განაცხადა, რომ სიუჟეტში გადაღება კოლეგის თხვონით გადაწყვიტა, რისთვისაც თანხდა არ აუღია, ჩადენილ საქციელს კი, ძალიან ნანობს. პირველმა არხმა სიუჟეტის გამო ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ სიუჟეტის გმირმა თითქოსდა ზუსტად გადმოსცა ნამდვილი ჩუბენოს მდგომარეობა.

 

https://www.youtube.com/watch?v=ZPgF4slnMLE

 

საიდუმლო QAnon

2018 წელს განსაკუთრებით პოპულარული გახდა შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონის მაღალი რანგის პოლიტიკოსებს შექმნილი ქონდათ საიდუმლო ორგანიზაცია QAnon. გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობით, ამ თეორიის მიმდევრები ირწმუნებოდნენ, რომ სწორედ ამ ოგრანიზაციამ მოუტანა დონალდ ტრამპს ძალაუფლება.

შეთქმულების თეორიის შესახებ ინფორმაცია ანონიმურ ფორუმზე გაჩნდა. ავტორი ამტკიცებდა, რომ ის დაახლოებული პირი იყო აშშ-ის პრეზიდენტთან და მის ახლობლებთან, უფრო მეტიც, მათთან ერთად დაფრინავდა პრეზიდენტის თვითმფრინავით. ავტორის თქმით, სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიების მთავარი საგანი, არა არჩევნებში რუსეთის მხარის ჩარევა, არამედ “დემოკრატების” საქმიანობა იყო, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონის. ფორუმზე ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაციები, თითქოს კიმ ჩენ ინი მარიონეტი იყო და მას რუსეთის სადაზვერვო სამსახური აკონტროლებდა. ასევე, თითქოს როტშილდების ოჯახი სატანისტები იყვნენ და ჯორჯ სოროსი და ბარაკ ობამა ბავშვებით ვაჭრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ QAnon-ის მიმდევრები არ მალავდნენ, რომ მათი ინფორმაცია არ იყო დადასტურებული, დონალდ ტრამის მხარდასაჭერ აქციებზე აქტიურად ჩნდებოდნენ ადამიანები მაისურებით, სადაც “Q” იყო გამოსახული.

 

ე.წ. პრანკერები და 300 გვამი კემეროვოს სავაჭრო ცენტრში

25 მარტს კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. უკრაინელი ე.წ. პრანკერი ევგენი ვოლნოვი YOUTUBE-ზე თავის ჩარვაში კემეროვოს ოლქის პროზექტურებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის სახელით რეკავდა და ასობით გვამის შესახებ აფრთხილებდა, რომლებიც თითქოს სასამართლო ექსპერტებს უნდა დაეთვალიერებინათ. ამდენი გვამის შესახებ ინფორმაცია სხვა ქალაქებში ადვილად გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით, ხანძრის დროს 64 ადამიანი დაიღუპა, მათგან 41 ბავშვი იყო.

 

ბაბჩენკოს მკვლელობა 

ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, რომლის მკვლელობის შესახებაც ინფორმაცია 29 მაისს, უკრაინის პოლიციამ გაავრცელა, ცოცხალი აღმოჩნდა.  მეორე დღეს, ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარი, მათ შორის სისხლიანი ბაბჩენკოს ფოტოც იყო სპეცოპერაციის ნაწილი. 1 სექტემბერს კიევის სასამართლომ მოქალაქე ბორის გერმანს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რუსეთის დავალებით ბაბჩენკოს მკვლელობის მომზადებისთვის.

 

პეტროვი და ბორიშოვი 

სექტემბრის დასაწყისში ბრიტანეთის პროკურატურამ სადაზვერვო სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილთა გვარები გამოაქვეყნა. ესენი იყვნენ ლონდონში ჩაფრენილი ალექსანდ პეტროვი და რუსლან ბორიშოვი. ბრიტანეთმა მათი ფოტოებიც გამოაქვეყნა. ოფიციალურმა რუსეთმა კი განაცხადა, რომ პეტროვი და ბორიშოვი სამოქალაქო პირები იყვნენ. მათ რუსულ ტელეარხს ინტერვიუ მისცეს, სადაც ამტკიცებნდნენ, რომ ფოტოზე სწორედ ისინი არიან გამოსახული. მათი განმარტებით, ბრიტანეთში ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად გაემგზავრნენ. როგორც აღმოჩნდა, გამოცემა Bellingcat და The Insider-მა ივარაუდა, რომ პეტროვი და ბორიშოვი სინამდვილეში იყვნენ რუსეთის აგენტები – ალექსანდრე მიშკინი და ანატოლი ჩეპიგი.

 

მცდარი ინფორმაციისთვის სამსახურიდან დათხოვნა

დეკემბერში, გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა თანამშრომელი, ჟურნალისტური პრემიების ლაურეატი, კასა რელოტიუსი სამსახურიდან დაითხოვა. ჟურნალისტმა აღიარა, რომ მის მიერ დაწერილი ისტორიების დეტალებს იგონებდა, ინტერვიუებს თხზავდა და გმირების ნაწილი არარეალური იყო. 33 წლის ჟურნალისტის კარიერას წერტილი დაუსვა აშშ-ში მოგზაურობისას, მექსიკელი მიგრანტების შესახებ სტატიამ. მასთან ერთად მისი კოლეგა ხუანა მორენო მოგზაურობდა. სწორედ მას გაუჩნდა ეჭვი, რომ რელოტიუსი ისტორიებს იგონებდა, რის შესახებაც რედაქტორებს შეატყობინა. თუმცა, რედაქტორებმა მას არ დაუჯერეს და სტატია ნოემბრის ეგზემპლიარში გამოაქვეყნეს. ამის პარალელურად, მორენომ საკუთარი გამოძიება დაიწყო, რის შედეგადაც აღმოაჩინა, რომ რელოტიუსი ისტორიებს თავიდან ბოლომდე იგონებდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები