LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC-მ ჩიჩილაკს სიუჟეტი მიუძღვნა: საახალწლო ხე ტყის გაჩეხვის გარეშე (ვიდეო)

196

BBC-მ ჩიჩილაკს სიუჟეტი მიუძღვნა. სიუჟეტში ჩიჩილაკის დამზადების საუკუნოვან ტრადიციაზე და მის უვნებლობაზეა საუბარი.

სიუჟეტი, პარიზის, რომის და ლონდონის ულამაზესი საახალწლო ხეების სურათებით იწყება და ნათქვამია, რომ ამის ალტერნატივა საქართველოში არსებობს.

მომზადებულ ვიდეორგოლში, ნაჩვენებია, როგორ ამზადებს გია დათაშვილი ჩიჩილაკებს. როგორც დათაშვილი ამბობს, ადრე მისი დამზადება ყველა ოჯახს შეეძლო, ახლა კი ასეთები ცოტანი დარჩნენ.

“საუკუნეების მანძილზე, საქართველოს საახალწლო ნაძვის ხის საკუთარი, უნიკალური ტრადიცია აქვს: ჩიჩილაკის ხის დამზადება.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ეს აქსესუარი მათ ოჯახებს ხვავსა და ბარაქას მოუტანს.

გარდა ამისა, ჩიჩილაკის დამზადებისთვის, ცოცხალი ხეების განადგურება საჭირო არ არის. მისი დამზადებისთვის გამხმარი ტოტებიც საკმარისია”, – ნათქვამია სიუჟეტში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები