LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC-მ Youtube კიბოს საწინააღმდგეგო ყალბი ვიდეოების რეკლამაში ამხილა

410
-108669421-arabicyoutuber

BBC-ს გამოძიებამ დაადგინა, რომ Youtube-ის ალგორითმი სხვადასხვა ენაზე ჩაწერილ ყალბ ვიდეოებს არეკლამებს, რომლებიც კიბოსგან განკურნების თემას ეხება. აღნიშნული რეკლამები მსხვილი ბრენდებისა თუ უნივერსიტეტების ვიდეოების გვერდით ჩნდება და მათ ადამიანები შეცდომაში შეყავს.

აღმოჩენილია 80-ზე მეტი ვიდეო, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ ყალბ ინფორმაციას შეიცავს. აქედან 10 ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს.  აღსანიშნავია, რომ YouTuber-ები ვიდეოებში კიბოსგან განკურნების განსხვავებულ მეთოდებზე საუბრობენ.

კიბოს განკურნების ყალბი ვიდეოები მოულოდნელად ჩნდება ისეთი ცნობილი ბრენდების რეკლამებში, როგორებიცაა „Samsung“, „Heinz“ და „Clinique“. YouTube-ის სარეკლამო სისტემის მიხედვით, აღნიშნული ყალბი ვიდეოების გავრცელებით, შემოსავალს იღებს როგორც Google-ის საკუთრებაში მყოფი კომპანია, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ვიდეოებს იღებენ და მათ YouTube-ის არხზე ათავსებენ.

იანვარში YouTube-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ისინი შეამცირებდნენ კონტენტს, რომელიც საზიანო ინფორმაციას ან ამა თუ იმ დაავადების ჯადოსნური გზებით მკურნალობის მეთოდებს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება მხოლოდ აშშ-ში განთვსებული ვიდეოების მხოლოდ მცირე ჩამონათვალს ეხებოდა.

YouTube-ის ალგორითმს ავტომატურად გადავყავართ იმ თემატიკის ვიდეოებზე, რომლებსაც ერთხელ მაინც ვნახავთ და ეს ჯაჭვი იმის მიუხედავად გრძელდება, საზიანოა თუ არა ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაცია.

BBC-მ ასევე აღმოაჩინა, რომ შეიძლება ზოგიერთ ვიდეოში არ იყოს საუბარი საშიშ რეცეპტზე, თუმცა, მან ირიბად მაინც შეძლოს კიბოთი დაავადებული ადამიანისთვის ზიანის მიყენება,. მაგალითად, შესაძლოა, ადამიანებმა თვითმკურნალობის მიზეზით სამედიცინო მიდგომები უგულებელყონ.

დეზინფორმაციული ვიდეოები არა მხოლოდ Samsung-ის, Heinz-ის და Clinique-ის, არამედ Booking.com-სა და Grammarly-ს და სხვადასხვა უნივერსიტეტის გვერდებზეც გამოჩნდა. Samsung-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ კამპანიას არანაირი კავშირი არ აქვს კიბოსგან განკურნების ყალბ ვიდეოებთან.

BBC იმ ადამიანებსაც დაუკავშირდა, რომლებიც YouTube-ზე ყალბ ვიდეოებს ავრცელებენ. ერთ-ერთი რუსი YouTuber, ტატიანა ეფიმოვა, რომელმაც საკვები სოდით კიბოს განკურნების მეთოდი შემოგვთავაზა, ვიდეოშივე აღნიშნავდა, რომ ის ექიმი არ არის. ტატიანას თქმით, მან ვიდეოში სხვა ადამიანის პერსონალურ ისტორიაზე დაყრდნობით ისაუბრა და მნახველები თავად გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა საკვები სოდა. „ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის“,- აღნიშნა ტატიანამ.  მას შემდეგ, რაც მას BBC დაუკავშირდა, ტატიანამ ვიდეო  წაშალა.

მსგავსი თემატიკის ვიდეოები სხვა YouTuber-ებმა და ორგანიზაციებმაც წაშალეს. YouTube-მა ინტერვიუზე უარი განაცხადა, თუმცა კომპანიამ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, სადაც ნათქვამია:

„დეზინფორმაცია საკმაოდ რთული გამოწვევაა. ჩვენ უამრავი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის, სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით უფრო ავტორიტეტული კონტენტის ჩვენებაა. ვიდეოებიდან გავაქრეთ ისეთი რეკლამები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ინფორმაციას შეიცავდა. ჩვენი სისტემები იდეალური არ არის, თუმცა, მუდმივად ვცდილობთ გაუმჯობესებას და ამ სივრცეში პროგრესის მიღწევას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები