LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC-ს წამყვანმა ვეფხისტყაოსანი იცის: სააკაშვილის ინტერვიუმ აჟიოტაჟი გამოიწვია (ვიდეო)

141

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა BBC-ს პირდაპირ ეთერში მწვავე კითხვებს უპასუხა.

რატომ ჩამოართვეს მას უკრაინის მოქალაქეობა, რატომ იდგა, პირველ პერიოდში პოროშენკოს მხარეს, მაშინ, როდესაც ახლა ის ძველ მეგობარს ოლიგარქს ეძახის.

სააკაშვილის პირველი კითხვა გადაცემა “hardtalk”-ში მის მოქალაქეობას ეხებოდა. წამყვანა ჰკითხა მას რას აკეთებდა პოლინეთში:

– რატომ ხართ პოლონეთში? იმიტომ რომ ჩამოგერთვათ უკრაინის მოქალაქეობა, არ გაქვთ სახლი და არ იცით სად წახვიდეთ?

– მე მაქვს სახლი უკრაინაში. ასევე, ჯერ კიდევ მაქვს სახლი საქართველოში. აქ ჩემი პოლონელი მეგობრების მოწვევით ვიმყოფები. ასევე, პოლონეთი არის ძალიან ახლოს უკრაინასთან და აქედნ ვაპირებ უკრაინაში დაბრუნებას.

თუმცა ამ მწვავე კითხვებთან ერთად, საზოგადოების ყურადღება ინტერვიუს ერთმა ნაწილმა მიიპყრო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოჩენის პირველ პერიოდს ეხება.

მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნების მოგებაზე, ამ პროცესის რუსეთიდან 2 მილიონით დაფინანსებაზე და ამ პუტინისა და მედვედევის ინტერესებზეც ისაუბრა.

ამის შემდეგ კი წამყვანმა გაიხსენა, რომ სწორედ სააკაშვილმა ჩამოართვა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა.

„ერთი რამ რაც ხალხმა დანამდვილებით იცის ესაა: რასაც გასცემ, ის დაგიბრუნდება“, – უთხრა სააკაშვილს BBC-ს წამყვანმა.

სააკაშვილმა კი ამ ორ მოვლენას შორის განსხვავებაზე ისაუბრა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილმა მოქალაქეობა ავტომატურად დაკარგა და ის ქვეყნიდან არ გაუძევებიათ.

სოციალურ ქსელში სწორედ ეს ფრაზა აიტაცეს. მომხმარებლები წერენ, რომ BBC-ს წამყვანმა შოთა რუსთაველის აფორიზმი გამოიყენა. (რასაცა გასცემ შენია…)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები