LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბებია-ბაბუები, რომლებიც შვილიშვილებს ზრდიან, უფრო დიდხანს ცოცხლობენ

child

მეცნიერებმა ახლახანს დაასრულეს მუშაობა კვლევაზე, რომელიც ბებიებსა და ბაბუებს ეხება. აღმოჩნდა, რომ ბებია-ბაბუები, რომლებიც შვილიშვილების აღზრდაში არიან ჩართულნი, უფრო ხანგრძლივად ცოცხლობენ: „შვილიშვილების აღზრდაში ჩართული ბებიებისა და ბაბუების სიკვდილიანობის რისკი 37–%-ით არის შემცირებული“, – ნათქვამია კვლევის დასკვნაში.

ამ დრომდეე 100%-იანი სამედიცინო ახსნა ამ მოვლენას არ აქვს, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აქ რამოდენიმე მიზეზია წამყვანი:

  • შვილიშვილების აღზრდის პროცესში მოხუცებს უჩნდებათ მიზანი, რომელიც მათ უფრო სიცოცხლისუნარიანს ხდის.
  • ბავშვების მოვლა ბებიებსა და ბაბუებს აიძულებთ, ფიზიკურ და გონებრივ აქტიურობას მეტი დრო დაუთმონ.
  • ბავშვებთან ერთად გატარებული დროის შედეგად მიღებული პოზიტიური ენერგია ორგანიზიმში უარყოფით პროცესებს აფერხებს.

მეცნიერების აზრით, თავად ბავშვებიც მეტ პოზიტივს იღებენ ბებიებთან და ბაბუებთან ურთიერთობით, რომლებიც მათთვის უფრო იცლიან, ვიდრე მშობლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები